top of page

დააგემოვნეთ ქართული ისტორია

Chinuri.png

ᲩᲘᲜᲣᲠᲘ  2019

ქართლის წამყვანი თეთრი საღვინე ჯიშია, რომელიც მთელს რეგიონშია გავრცელებული (ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში). მისგან ტრადიციულად ძალზე ჰაეროვან, დახვეწილ თეთრ ღვინოებს აყენებენ, თუმცა ხშირად სრულ ჭაჭაზე დავარგებული ჩინურებიც გვხვდება. ქართლის ზოგიერთ მხარეში გორულ მწვანესთან ან თავკვერთან ერთადაც წურავენ. ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინისთვის. ჩინური ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ატენურის უმთავრესი მონაწილეა.

საუკეთესო ადგილები - ატენი, ოკამი, მუხრანი, ლამისყანა, ბიწმენდი, ჯიღაურა, ტეზი, მეჯვრისხევი, ხიდისთავი, ძალისი.

ჩვენი ღვინისა და კერძის შეხამება:

ჩვენი ჭაჭაზე 6 თვის მანძილზე დავარგებული ჩინური სიმსუბუქით გამოირჩევა, ამიტომ მასთან საუკეთესო იქნება მოხარშული თევზი და მსუბუქი სალათები.

მეთოდი: ქვევრის ტრადიციული ქართლური ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული

ადგილი: ქართლი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისი

ჯიში: ჩინური

ალკოჰოლი: 12%

ფერი: მოლიმნისფრო-ჩალისფერი

სურნელი: პირველ რიგში მინდვრის ყვავილებისა და  სხვა მცენარეულ ტონებს იგრძნობთ, ასევე ნედლი თხილისა და თეთრი ატმის არომატებს.

გემო: ნაზია და დახვეწილი, მსუბუქი ტანინებით.

მიტანის ტემპერატურა: 10–12°

Ჯილდო:  ქართული ღვინის გილდია 2021 ვერცხლის მედალი

bottom of page