top of page

დააგემოვნეთ ქართული ისტორია

Goruli.png

ᲒᲝᲠᲣᲚᲘ ᲛᲬᲕᲐᲜᲔ  2019

ჩინურთან ერთად კიდევ ერთი ქართლის წამყვანი თეთრი საღვინე ჯიშია. ძირითადად შიდა ქართლშია გავრცელებული, თუმცა მცხეთა-მთიანეთის მხარეშიც დიდი რაოდენობით გვხვდება. მისგანაც ძალზე დახვეწილი თეთრი კლასიკური ღვინო დგება, თუმცა ბოლო დროს სრულ ჭაჭაზეც აყენებენ, ქვევრში. გორული მწვანე კიდევ ერთი საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინისთვის.

საუკეთესო ადგილები - ატენი, ოკამი, მუხრანი, ლამისყანა, ბიწმენდი, ჯიღაურა, ტეზი, მეჯვრისხევი, ხიდისთავი, ძალისი.

ჩვენი ღვინისა და კერძის შეხამება:

ეს ღვინოც ჭაჭაზეა დავარგებული, თუმცა ჩინურთან შედარებით, უფრო ძლიერია, ამიტომ გირჩევთ ფრინველის მოხარშულ ხორცთან მიირთვათ, ასევე ხორციან სალათებთან.

მეთოდი: ქვევრის ტრადიციული ქართლური ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული

ადგილი: ქართლი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისი

ჯიში: 100% გორული მწვანე

ალკოჰოლი: 13,5%

ფერი: მოოქროსფრო-ქარვისფერი

სურნელი: ყვითელი და ეკზოტიკური ხილის ტონებით ხასიათდება, სადაც ჭერამისა და ნესვის სურნელს ამოიცნობთ, ასევე ვაშლის ჩირის არომატებსაც. ღვინოს ეკზოტიკური ნიუანსებიც აქვს.

გემო: სასიამოვნო, მსუსხავი ტანინები აქვს. ძალზე ელეგანტური ტრადიციული ღვინოა.

მიტანის ტემპერატურა: 11–13°

Ჯილდო:  ქართული ღვინის გილდია 2021 ოქროს მედალი

კონტაქტი

FOLLOW US

მოსაშვილის 24, 

თბილისი 0162, საქართველო

ტელეფონი: +995 599 904444

ფოსტა: info@39qvevri.ge

  • Zeichenfläche 16

LOCATION

©39QVEVRI

bottom of page